დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნია ლეონიდ კალაშნიკოვს - მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოქალაქის ჯალათურ მკვლელობაზე თვალს დავხუჭავთ - მოეშვით ულტიმატუმით საუბარს
ავტორი:
2018/მარტი/21 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/gabunia_4d815.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484283-zaza-gabunia-leonid-kalashnikovs-mshvidobis-survili-ar-nishnavs-imas-rom-sakuthari-moqalaqis-jalathur-mkvlelobaze-thvals-davkhutcavth-moeshvith-ultimatumith-saubars.html", "headline": " ზაზა გაბუნია ლეონიდ კალაშნიკოვს - მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოქალაქის ჯალათურ...", "datePublished": "2018-03-21 14:05:32", "dateModified": "2018-03-21 14:05:32", "description": "მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოქალაქის ჯალათურ მკვლელობაზე თვალს დავხუჭავთ. მოეშვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/gabunia_4d815.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოქალაქის ჯალათურ მკვლელობაზე თვალს დავხუჭავთ. მოეშვით ულტიმატუმით საუბარს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია რუსეთის ფედერაციის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ზაზა გაბუნია ცინიკურს უწოდებს კალაშნიკოვის განცხადებას.

„რეზოლუცია ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წამებით და ტანჯვით მოკლული ადამიანების საკითხს და მასთან ნებისმიერი სხვა საკითხის შეპირისპირება არის ცინიზმი და თავხედობა.

ჩვენ გუშინ, მკვლელობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მივიღეთ საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სხეული, რომელზეც არის ძალადობის კვალი. ეს არის საშინელი ტკივილის მიზეზი მთელი ერისთვის და ამ ფონზე თქვენი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ ამ ტრაგედიზე, არის გაუგონარი თავხედობა.

ჩვენ გვსურს მშვიდობა, მაგრამ მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოქალაქის ჯალათურ მკვლელობაზე თვალს დავხუჭავთ“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 556
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია