დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კანდელაკი - მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობამ აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს
ავტორი:
2018/მაისი/23 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/kandelaki-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494590-giorgi-kandelaki-mnishvnelovania-rom-strasburgis-gadatsyvetilebis-shemdeg-mthavrobam-aghsrulebaze-yuradgheba-ar-moadunos.html", "headline": "გიორგი კანდელაკი - მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობამ აღსრულებაზე ყურა...", "datePublished": "2018-05-23 06:46:56", "dateModified": "2018-05-23 06:46:56", "description": "მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენმა მთავრობამ აღსრულებაზე ყურადღება არ მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/kandelaki-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენმა მთავრობამ აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს, რასაც ადგილი ჰქონდა პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შემთხვევაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

„შინაარსობრივი სამუშაო დიდი ხნის გაწეულია. ამ სარჩელთან დაკავაშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების შემდეგ, მის აღსრულებაზე ჩვენმა მთავრობამ ყურადღება არ მოადუნოს, რასაც ადგილი ჰქონდა პირველი სახელმწიფოთაშორის სარჩელის შემთხვევაში, რომელიც 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ათასობით გამოძევებული ქართველის უფლებას ეხებოდა“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო მოსმენა გაიმართება.

დღევანდელი სხდომის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით სათათბიროდ გავა. გადაწყვეტილების გამოცხადებას კი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება.
საქართველო რუსეთს ედავება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მუხლები სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ და ა.შ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია