დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვაშაძე - თეა წულუკიანი ეძებს ვიღაცას, ვინც ხელს მოუწერს, რომ იუსტიციის სახლის კონსტრუქციულ ნაწილს პრობლემა აქვს
ავტორი:
2013/დეკემბერი/16 13:00:02
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სამოქალაქო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისის იუსტიციის სახლზე შექმნილი პრობლემით თეა წულუკიანი იუსტიციის სახლის იდეის დისკრედიტაციას ცდილობს.
როგორც გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წულუკიანი ეძებს პირს, რომელიც ხელს მოუწერს, რომ თითქოს პრობლემა აქვს შენობის კონსტრუქციულ ნაწილს. ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თუკი იუსტიციის სახლის სახურავზე წარმოქმნილი პრობლემა დროულად არ აღმოიფხვრება, ზამთრის პირობების გამო, სახურავი შესაძლოა "იალქანივით" გაიშალოს.
"ათ დღეზე მეტია, რაც დახურულია თბილისის იუსტიციის სახლი და ასობით ადამიანს უწევს რთული პროცედურების გავლა იმისთვის, რომ მარტივი სერვისი მიიღოს. ხარვეზი შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ მშენებლობაში, მაგრამ აქ ადგილი აქვს უმნიშვნელო ხარვეზს, რომლის გამოსწორებასაც სულ რამდენიმე დღე სჭირდება. თუ ხარვეზი დროულად არ გამოსწორდა, ზამთრის პირობებისა და უამინდობის გამო, იუსტიციის სახლს გაცილებით მეტი პრობლემა შეექმნება. დღეს ქარი სახურავში შედის და შეიძლება, მართლაც "იალქანივით" გაიშალოს ის, რადგან არ არის დახურული ადგილები, სადაც თაბაშირ-მუყაო ჩამოცვივდა. სახურავის აღდგენის პროცესის გაწელვა კი ხელოვნურად ხდება. იტალიური კომპანია, რომელმაც სახურავი გააკეთა, ცალსახად, ვალდებულია, ხარვეზი გამოასწოროს. ორი თვით ადრე ცნობილი იყო, რომ სახურავს მოცემულ ადგილზე ხარვეზი ჰქონდა, თუმცა, ხარვეზი იუსტიციის სამინისტრომ დროულად არ გამოასწორა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელიც აცხადებს, რომ ამ პრობლემით იუსტიციის მინისტრი ზოგადად იუსტიციის სახლების დისკრედიტაციას ცდილობს.
გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრს მიმართავს, რომ იუსტიციის სახლები, ეს არ არის შენობა, ეს არის იდეა, კონცეფცია, რომელიც ადამიანებს უმარტივეს მომსახურებას სთავაზობს და აღნიშნული კონცეფციის შექმნა, არის პრეცედენტული საქართველოში.
"თეა წულუკიანი ეძებს ვიღაცას, ვინც მას ხელს მოუწერს, რომ პრობლემა აქვს შენობის კონსტრუქციულ ნაწილს", - დასძინა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლი აშენებულია საქართველოს არაერთ ქალაქსა და რაიონში, თუმცა, მძიმე კლიმატური პირობების მიუხედავად, არც ერთ შენობას პრობლემა არ შექმნია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1218
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია