დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - რუსეთის მხრიდან ჩვენგან გადადგმული ნაბიჯების ადეკვატური ნაბიჯები გადმოიდგა
ავტორი:
2013/სექტემბერი/20 22:30:03
რუსეთის მხრიდან ჩვენგან გადადგმული ნაბიჯების ადეკვატური ნაბიჯები გადმოიდგა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა. ამასთან, მინისტრის თქმით, პოლიტიკური ცვლილება საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში არ მომხდარა.
"ჩვენგან გადადგმული ნაბიჯების ადეკვატური ნაბიჯები რუსეთის მხრიდან გადმოიდგა. ჩვენ გვინდოდა ჩვენი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანა. რუსეთს რომ ეს არ სდომოდა, რა საკვირველია არ მოხდებოდა. ეს ეხება ტრანსპორტის საკითხებსაც. ვიზაზე კი სხვანაირად არის საქმე. ჩვენი მხრიდან რუსეთის მიმართულებით სრულიად უვიზო მიმოსვლაა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ჩვენთვისაც თუ შეღავათი იქნება, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. რუსეთის პოზიციაა, რომ სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებენ მთლიანად. ჩვენი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ იყო, წინა ხელისუფლებამ შემოიღო უვიზო მიმოსვლა. მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ, რომ ცალმხრივად ასე, 122 ქვეყანასთან გაუქმებულიყო უვიზო რეჟიმი და ჩვენ შესაბამისი ზომები გავატარეთ საერთო საემიგრაციო პოლიტიკის გატარებისას. ეს შევცვალეთ და მთელ რიგ ქვეყნებთან ასე აღარ არის", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისი წითელი ხაზები, რომელიც არასდროს გადაიხედება.
"პოლიტიკური ცვლილება რა საკვირველია არ მომხდარა. პოლიტიკური ცვლილებები არის ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში და არა კარასინ-აბაშიძის ფორმატში. ჩვენ ჩვენი წითელი ხაზები საკმაოდ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ მთლიანად საარჩევნო კამპანიის დროს და მას მერეც ძალიან ბევრჯერ და ამაში იგულისხმება ქვეყნის დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა, რომელშიც ჩვენ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მხარში გვიდგას და ასევე ის, რომ საქართველოს თავისუფალი არჩევანია, რომელ ალიანსსა თუ კავშირს შეუერთდეს. ეს არ გადაიხედება. ეს არის გამოცხადებული, როგორც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ამ წითელ ხაზებს მიღმა რაც შესაძლებელია, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ სწორედ ამ ფორმატით და ვიმუშავებთ სხვა ფორმატებითაც, თუკი ამის საშუალება იქნება", - აღნიშა ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია