დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - დასავლეთის ასეთი ძლიერი მხარდაჭერა, როგორიც ახლა უკრაინას აქვს, არასდროს მინახავს
ავტორი:
2013/დეკემბერი/14 15:00:03
დასავლეთის მხრიდან ასეთი ძლიერი მხარდაჭერა, როგორიც ახლა უკრაინას აქვს, არასდროს მინახავს, მათ შორის არც ნარინჯისფერი და არც ვარდების რევოლუციების დროს , - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია Zik-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
"არასოდეს მინახავს დასავლეთის მხრიდან ასეთი ძლიერი მხარდაჭერა, მათ შორის არც ნარინჯისფერი რევოლუციის დროს და არც ვარდების რევოლუციისას. ასეთი ძლიერი მხარდაჭერა იმიტომ არის, რადგან ახლა რუკაზე დევს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი როგორც ევროპისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც მხარს უჭერენ დემოკრატიას. არასოდეს მინახავს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ასეთი სწრაფი რეაგირება ჰქონდა მანამდე, როგორც ახლა ამ საკითხზე ჰქონდა. არსადროს მინახავს, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს ასე მკაფიოდ და გულწრფელად გამოეხატათ თავიანთი თანადგომა. რეალურად ყველა მიხვდა, რომ მიმდინარეობს თავდასხმა პუტინის კრემლის მხრიდან დიდ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოზე. ახლა გამოჩნდება, შეძლებს თუ არა პუტინი საბჭოთა კავშირის ფორმირებას თუ ეს კიევის კართან შეჩერების მცდელობაა. სინამდვილეში ახლა უკრაინაში წყდება ევროპისა და ჩვენი, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვას, ბელორუსის ბედი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესია. მისივე თქმით, ასეთი პროცესები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში 90-იანი წლების ბოლოს მუდმივად ხდებოდა.
"დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. უკრაინამ გაიღვიძა, უკრაინამ მოიპოვა საკუთარ ძალებში რწმენა და ჩამოყალიბდა, როგორც ერთიანი ნაცია და ვერც ერთი კორუმპირებული, ვერც ერთი ბანდიტური ჯგუფი თუ ის ადამიანი, რომელიც ახლა კრემლში ზის, ვერ შეძლებს ამის უკან შემობრუნებას. ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამინებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების და არც მისცემენ ქვეყნის მტრებს საშუალება, რომ რაიმე არასასურველი ან ღმერთმა ნუ ქნას, რაიმე ძალადობრივი სცენარი მოახვიონ უკრაინას თავს. ვფიქრობ, ხალხი დაიცვას თავის უფლებებს და ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია