დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობას უსაფრთხოების საკითხებში მუდმივად დაუჭიროს მხარი
ავტორი:
2014/მაისი/07 23:00:02
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა სენატის თავმჯდომარე ჟან-პიერ ბელთან გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური სამთავრობო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები განიხილეს.
"საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება დემოკრატიული ტრადიციების სწავლა მისი გამოცდილი პარტნიორებისგან", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში მიუთითებს, რომ საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობას მუდმივად დაუჭიროს მხარი მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნატოს მისიებში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის მტკიცე პოზიციას, თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური სტაბილურობის, დემოკრატიისა და უსაფრთხოების საკითხებში.
სენატის თავმჯდომარის განცხადებით კი, საპარლამენტო დიპლომატია ხელს უწყობს ურთიერთობების განვითარებას და ამის არაერთი მაგალითი არსებობს.
"მოხარული ვარ, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს", - განაცხადა ჟან-პიერ ბელმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დავით უსუფაშვილს საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის.
მხარეებმა უკრაინის კრიზისსა და რეგიონულ საფრთხეებზეც ისაუბრეს. სენატის თავმჯდომარის ჟან-პიერ ბელის განცხადებით, კრიზისთან დაკავშირებით, საფრანგეთის პოზიცია ერთიანი და მტკიცეა, საფრანგეთს სურს დიალოგი რუსეთთან, მაგრამ იქნება პრინციპული თავის მიდგომაში.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატში საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის სახელით გამართულ სადილს დაესწრო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1077
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია