დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/13 16:30:02
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრში ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ინიციატივით მე-16 ყოველწლიური კონფერენცია , სახელწოდებით Georgia: Strategic Hub for Trade and Investment გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციას ესწრებოდნენ აშშ-ს აღმასრულებებლი ხელისუფლების წარმომადგენლები, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.
მან ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ვილნიუსის სამიტის შედეგებზე, ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე, წარმატებით გატარებულ რეფორმებზე მართლმსაჯულების, სასჯელაღსრულების, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების და ჯანდაცვის სფეროებში. მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე და ამ კუთხით აშშ-ს მხრიდან აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
დავით ზალკალიანმა თავის გამოსვლაში ასევე გაანალიზა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია