დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოგლა ჟვანია - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა იმად არ ღირს, რომ ამაზე აჟიოტაჟი იყოს
ავტორი:
2013/დეკემბერი/12 13:00:02
დეპუტატი გოგლა ჟვანია პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებს განმარტავს.
როგორც გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაშინ როდესაც აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო, მისი მეუღლე უკვე მუშაობდა გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. გოგლა ჟვანიას განცხადებით, მას დაებადა კითხვები შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, თუმცა საპროცედურო კომიტეტთან და იურისტებთან კონსუტაციების შემდეგ, აღინიშნა, რომ არანაირ შეუთავსებლობასა და ინტერესეთა კონფლიქტს ადგილი არ ექნებოდა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, რადგან საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვები, კითხვები, ჯობდა, ეს კითხვები ძალიან მარტივად მოხსნილიყო, რის გამოც მიიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება.
"როგორც ჩანს, დაინტერესებულმა პირებმა ამ თემის წამოწევა, უსაფუძვლო აჟიოტაჟის ატეხვა გადაწყვეტეს. ბუნებრივია, არ ღირს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა იმად, რომ ამის გარშემო ლაპარაკი, აჟიოტაჟი, ნეპოტიზმზე საუბარი იყოს, ამიტომ მივიღე ძალიან მარტივი გადაწყვეტილება", - განაცხადა გოგლა ჟვანია.
დეპუტატი "დაინტერესებულ პირებში" პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობას" გულისხმობს. მისივე თქმით, უმცირესობა ცდილობს მსგავსი თემების წამოწევას, საზოგადოების დაზაფვრას, მუდმივ სტრესში ყოფნას და საზოგადოების შეშინებას, რომ ხელისუფლებაში უკანონობა და უსამართლობა ხდება.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მას შორს მიმავალი პოლიტიკური გეგმები არ აქვს.
გოგლა ჟვანია პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ორ ძირითად ფაქტორს უკავშირებს. ერთი მათგანი არის ის, რომ "ქვეყანა გათავისუფლებულიყო ძალადობრივი რეჟიმისგან", ხოლო მეორე საკითხი კი ზურაბ ჟვანიას საქმის დასრულებაა, რაც დეპუტატის შეფასებით, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.
გოგლა ჟვანიამ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1167
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია