დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"სამართლიანი არჩევნები" უკრაინაში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/11 16:00:04
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში , 15 დეკემბერს უკრაინაში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "სამართალიანი არჩევნები" ავრცელებს.
უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები განმეორებით იმ 5 საარჩევნო ოლქში ტარდება, რომლის შედეგებიც უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არალეგიტიმურად ცნო 2012 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისას.
ENEMO დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსელია, სადაც 17 ქვეყნის 21 ორგანიზაციაა გაერთიანებული. სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე დაკვირვებისას ხელმძღვანელობს ევროპული სტანდარტებით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია