დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია - სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ახალი სისტემა პრაქტიკულად უკვე შემუშავებულია
ავტორი:
2014/იანვარი/16 19:00:03
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ახალი სისტემა პრაქტიკულად უკვე შემუშავებული და მოწონებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტნრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ყველას ექნება ისეთი ტრანსპორტი, რომელიც მის სამსახურებრივ მოვალეობას სჭირდება.
"ეს საკითხი დიდი ხანია, მუშავდება. პრაქტიკულად სისტემა უკვე შემუშავებული და მოწონებულია, რომ მისი სტანდარტიზაცია მოხდეს, გაიწეროს ტრანსპორტი, რაც მის სამსახურებრივ მოვალეობას და სპეციფიკას სჭირდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილის თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში მისი ექსტრადიცია აუცილებლად უნდა მოხდეს.
"რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მისი საქართველოში ექსტრადიცია, ის უნდა დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისა და ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან ფრანგული მხარისთვის გაგზავნილი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კეზერაშვილი იყო "ნაციონალების" მთავარი დამფინანსებელი. ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შექმნა მან ფინანსური რესურსები. ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება და დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური ჭეშმარიტება იქნება დადგენილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია