დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკოლოზ მჟავანაძე ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების გამოძიებას ითხოვს
ავტორი:
2013/დეკემბერი/11 13:30:03
უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების გამოძიებას ითხოვს.
"რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე, მჟავანაძემ 2009 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტების დადგენის მიზნით შექმნილი საპარლამენტო კომისიის დასკვნის შესახებ ისაუბრა. მჟავანაძის თქმით, ამ დასკვნით დასტურდება, რომ პრეზიდენტი გამსახურდია წამებით მოკლეს. კერძოდ, პრეზიდენტ გამსახურიდას ნეკნების 9 მოტეხილობა, ასევე თავის არეში დაზიანება აღენიშნება.
აღნიშნული საპარლამენტო კომიისის დასკვნის საფუძველზე, მჟავანაძე ითხოვს მთავარ პროკურორს შეხვდეს, რომ საქმის გამოძიება დაიწყოს. მჟავანაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპარლამენტო კომისიის შექმნას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს სურდა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება, თუმცა შემდეგ ეს საქმე შეჩერდა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საუბარია, რომ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება მოხდება და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიასთვის პატივის მისაგებად, მისი საქმის გამოძიება მოხდეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1252
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია