დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"თავისუფალი საქართველო" - თუ "რესპუბლიკელებს" თვითმმართველობის კოდექსზე ხმები დააკლდებათ, მათ მხარს "ნაციონალები" დაუჭერენ
ავტორი:
2013/დეკემბერი/10 20:30:02
"თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, თუ "რესპუბლიკელებს" თვითმმართველობის კოდექსზე ხმები დააკლდებათ, მათ მხარს "ნაციონალები" დაუჭერენ.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს თვითმმართველობის კოდექსის საკომიტეტო მოსმენები დაიწყო.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა "ეროვნულმა ფორუმმა" პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი სახით კოდექსის მიღების წინააღმდეგ მისცეს ხმა. ამავდროულად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს "რესპუბლიკური პარტიის" მიერ შეუშავებული კოდექსის ვარიანტს.
"თავისუფალი საქართველო", არასაპარლამენტო პარტიებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული კოდექსის საკომიტეტო მოსმენებში. პარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, უარი თქვას თვითმმართველობის კოდექსის წარმოადგენილი სახით მიღებაზე და ქვეყნის სამხარეო გუბერნიებად დაშლის წინააღმდეგ მისცეს ხმა",-აცხადებენ "თავისუფალ საქართველოში".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1183
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია