დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მფლობელები დღეს დასახელდებიან
ავტორი:
2014/დეკემბერი/19 09:30:02
ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მფლობელები დღეს დასახელდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს ქართულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომელიც შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.
მათივე ინფორმაციით, 2014 წლის პრიზის მფლობელები დასახელდებიან დღეს, 18:30 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში. დაჯილდოების ცერემონია კონცერტის თანხლებით გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს იტალიელი სოლისტი ანა ტიფუ (ვიოლინო) და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ინიციატივაა და ის 2012 წლიდან არსებობს. ყოველ წელს პრიზი გამოავლენს ქართულ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთი ჟურნალისტურ ნაშრომებს, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას.
წლევანდელ პრიზზე საქართველოს მასშტაბით წარდგენლილია 72 ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 ოქტომბრამდე საქართველოში რეგისტრირებული მედია არხების მეშვეობით გამოქვეყნდა.
კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" საპრიზო გატეგორიები შემდეგნაირად ნაწილდება:
1. საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში;
2. საუკეთესო ტელე/ რადიო სიუჟეტი ან საგამომძიებლო რეპორტაჟი;
3. საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილი, რომელიც ხელს უწყობს ცოცხალ, დაბალანსებულ, სამართლიან და პლურალისტურ დებატებს.
4. ყველაზე ინფორმაციული სააგენტო ან ონლაინ გაზეთი.
თითოეული კატეგორიის გამარჯვებულს გადაეცემა ჯილდო - ბროლის გლობუსი და ფულადი პრემია 3,500 ლარის ოდენობით.
წელს ევროკავშირის სადამკვირებლო მისია მეორედ დააჯილდოებს "მშვიდობის ჟურნალისტიკის პრიზის გამარჯვებულს. მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის პრიზის მიზანია, მოხდეს ისეთი მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ჟურნალისტიკის წახალისება, რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში. 2014 წელს მშვიდობის პრიზზე 35 ჟურნალისტია წარდგენილი.
ნომინანტებისა და საკონცერტო პროგრამის ნახვა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.euprizejournalism.ge დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე:
www.eeas.europa.eu/delegations/georgia www.facebook.com/LetsMeetEurope www.eumm.eu

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია