დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროპის სახლში კონფერენცია "საქართველოს ეროვნული პლატფორმა - რეფორმებით ევროინტეგრაციისკენ" ჩატარდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/10 09:00:03
საქართველოს ეროვნული პლატფორმის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით, დღეს, ევროპის სალხში კონფერენცია "საქართველოს ეროვნული პლატფორმა - რეფორმებით ევროინტეგრაციისკენ" ჩატარდება.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია, ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების ერთობლივი განხილვა ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან სამმხრივ ფორმატში.
აღნიშნული ფორმატი ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას რეფორმების განხორციელებაში, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებელი პირობაა.
პოლიტიკის დოკუმენტები შესაბამისი რეკომენდაციებით მომზადდა ევროკავშირის პროექტის "საქართველოს ეროვნული პლატფორმის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის" ფარგლებში.
რეკომენდაციები მომზადდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ეფექტური მმართველობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, კულტურა, კონფლიქტები.
პოლიტიკის დოკუმენტების წარდგენის შემდეგ გაიმართება დისკუსია ევროინტეგრაციის კონტექსტში.
სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის გარდა, კონფერენციაზე მიწვეული არიან საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია