დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯერ უცნობია, გაიმართება თუ არა ხელისუფლებაში კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად
ავტორი:
2015/იანვარი/06 15:00:02
გამართავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჯერ კიდევ უცნობია. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება.
კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს, თუმცა მთავრობაში მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის შემცვლელთან დაკავშირებით ქვეყნის პირველმა პირმა მათთან კონსულტაციები უნდა გამართოს. შესაბამისი მოწოდებით პრეზიდენტს დაახლოებით ორი კვირის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიმართა.
"ვფიქრობ, ის დარჩენილი დრო, რაც ჩვენ გვაქვს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მართლმსაჯულების ხელმძღვანელის შესარჩევად, არის ძალიან ცოტა. მინდა მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, დავსხდეთ კონსულტაციების მაგიდასთან, რათა პრეზიდენტმა და მთავრობამ პარლამენტს შევთავაზოთ ის კანდიდატურა, ვინც ყველასთვის მისაღები იქნება. მე მჯერა, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო, არც პარლამენტი, არც მთავრობა და არც სახელმწიფოს მეთაური საქართველოს პრეზიდენტი, არ გახდიან ამ თემას განხეთქილების ვაშლად, რადგან ეს იქნება ძალიან დასანანი და საზიანო ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის", - განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.
იუსტიციის მინისტრის მოწოდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რაც ერთ-ერთ ტელეეთერში პრეზიდენტმა თავად განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ, გადაცემა "რეაქციაში" აღნიშნულ საკითხზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
"მე შემიძლია მოგცეთ გარანტია, რომ იმ ნაბიჯების შედეგად, რომლებიც გადადგმული იყო უზენაესი სასამართლოს მიმართ და გადაიდგმება მომავალში, ლაპარაკი ძველ ხელისუფლებასა და ახალ ხელისუფლებაზე აღარ იქნება. ამ ნაბიჯების შედეგად ლაპარაკი იქნება დამოუკიდებელ სასამართლოზე, რომელიც იქნება გარანტი, რომ სამართალი წარმოებდეს არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ სამართლის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციების გამართვას მხოლოდ არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოების სხვა ჯგუფებთან აპირებს.
უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება. პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით კოტე კუბლაშვილის შემცვლელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, სწორედ 10 წლის ვადით აირჩევს.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია