დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე აჭარაში იმყოფება, სადაც სტიქიით მიყენებულ ზარალს განიხილავს
ავტორი:
2013/დეკემბერი/09 20:30:03
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამინისტროს და სისტემის ხელმძღვანელი პირები აჭარაში იმყოფებიან, სადაც სტიქიით მიყენებულ ზარალს განიხილავენ.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ძლიერი ქარბუქის გამო, დღეს დაზიანდა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" (სსე) 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები "პალიასტომი-1" და "პალიასტომი-2". აღნიშნული ხაზებით ელექტროენერგიით მარაგდება ქალაქი ბათუმი და მისი მიმდებარე რაიონები.
ამჟამად, დაზიანების ადგილას გასულები არიან სამუშაო ჯგუფები, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა უახლოეს საათებში მოახდინონ ავარიის ლიკვიდაცია და განახლდეს ბათუმისთვის და მისი მიმდებარე რაიონებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
უამინდობამ ასევე დააზიანა მაღალი 110-კილოვოლტიანი და დაბალი ძაბვის ხაზები იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში. საერთო ჯამში გათიშულია 195 ათასი აბონენტი.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამინისტროს და სისტემის ხელმძღვანელი პირები ამჟამად იმყოფებიან აჭარაში, ხელმძღვანელობენ მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განიხილავენ სტიქიით მიყენებულ ზარალს.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ის და მისი გუნდი ავარიის ლიკვიდაციამდე ადგილზე დარჩება და მონიტორინგს გაუწევს პროცესებს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია