დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - თბილისის სარეაბილიტაციო არეალთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტები შეუფერხებლად განხორციელდეს
ავტორი:
2018/მარტი/28 19:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kaladzekaxaa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485548-kakha-kaladze-thbilisis-sareabilitacio-arealthan-dakavshirebith-kanonshi-dagegmili-cvlilebebi-mnishvnelovania-imisthvis-rom-proeqtebi-sheuferkheblad-gankhorcieldes.html", "headline": "კახა კალაძე - თბილისის სარეაბილიტაციო არეალთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვა...", "datePublished": "2018-03-28 14:54:44", "dateModified": "2018-03-28 14:54:44", "description": "თბილისის სარეაბილიტაციო არეალთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანია იმ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kaladzekaxaa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის სარეაბილიტაციო არეალთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტები შეუფერხებლად განხორციელდეს, - ასე ხსნის თბილისის მერი კახი კალაძე პარლამენტში ინიცირებულ საკანონმებლო პაკეტის არსს, რომლის ავტორიც თბილისის მერიაა.

ცვლილებები ამ მიმართულებით ოთხ კანონში: - “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონებში ხორციელდება.

“დღეს გვაქვს უამრავი შემთხვევა, როცა ძველი თბილისის კონკრეტულ არეალებში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ფონდი (თბილისის განვითარების ფონდი) ვალდებულია იქ მცხოვრები ადამიანები, მათივე უსაფრთხოების გამო, ქირით გაიყვანოს. არის კონკრეტული ოჯახები, ვინც გასვლას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, კანონით, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, პროექტებზე, რომელიც ძველი თბილისის რეაბილიტაციის თვალსაზრისით განხორციელდება, იმის შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ეს ადამიანები, ვინც ამ პროექტების გაყვანას ეწინააღმდეგება, თუ უმრავლესობა პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს, პროექტი ჩვეულებრივად განხორციელდება. რაც შეეხება სარეაბილიტაციო არეალში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება და პრიორიტეტი არის, შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რომელიც ქალაქს გააჩნია. ეს არის სიმდიდრე, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. მესმის, რომ დღეს ბევრი ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამას მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება. ეს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ არსებული ისტორიული შენობა-ნაგებობები და მოწესრიგებული გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია