დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ხელისუფლება არ ამბობს, სად და როგორ ატარებს ადგილობრივ არჩევნებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/09 15:00:03
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის რეფორმის და ადგილობრივი არჩევნების ჩატარების საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებაში სრული ქაოსია.
"როდესაც ვკითხულობ, თუ როდის აპირებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას, მეუბნებიან, რომ ეს მაქსიმუმ ივნისის პირველ-მეორე კვირაში იქნება. ამაზე მათ ვეუბნები, რომ თუკი არჩევნებს ივნისის პირველ-მეორე კვირაში ატარებენ, მითხრან, თვითმმართველ ქალაქს რომ გამოყოფ - მაგალითად თელავს, და რჩება 30-მდე სოფელი, იმ სოფლებს რას უშვებიან. თუკი ვთქვათ მინდა არჩევნებში მაგალითად, თელავში მივიღო მონაწილეობა, ეს როდის უნდა ვიცოდე? ამაზე პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ არ იციან. თუკი აპრილში მეტყვიან, სად უნდა ჩატარდეს არჩევნები, მაშინ ივნისში როგორღა ატარებენ არჩევნებს?" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ვეფხვაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ამ კონტექტსში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა ერთი წლით ადრე უნდა იცოდნენ, სად რა წესებით ტარდება არჩევნები.
"თენგიზ შერგელაშვილს ვუთხარი კიდეც, რომ თუკი იცის თავად რას აკეთებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და არ მეუბნებიან, გამოდის, რომ მას, როგორც "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელს "ინსაიდერული ინფორმაცია" აქვს და მე არ მაძლევს. მე ეს მაისში მეცოდინება, ხელისუფლება კი მოემზადება იმისთვის, სად, რა უნდა გააკეთოს. ასე არ შეიძლება. ასეთ რამ "ნაციონალურ მოძრაობას" და "მოქალაქეთა კავშირს" არ უკადრებია" - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1220
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია