დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით სერგეენკო ქვემო ქართლის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
ავტორი:
2014/ივლისი/09 17:30:02
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ქვემო ქართლის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილებზე არსებული პრობლემები მოისმინეს და დამსწრე საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული რეგულირების საკითხებს და იმ სიახლეებს, რაც ამ მიმართულებით ხორციელდება, კერძოდ, უახლოეს მომავალში საექიმო სპეციალობების კომპეტენციების განმსაზღვრელი დოკუმენტისა და სუბსპეციალობების ახალი პროგრამის მომზადებას.
ქვემო ქართლის რეგიონიდან ჩამოსულ ექიმებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სოფლის ექიმის განახლებული პროგრამის შესახებ, კერძოდ, სოფლის ექიმის დაფინანსება 30%-ით გაიზარდა, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალი სისტემის შესახებ, რომლის შემუშავებაც უკვე მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მინისტრთან მიმდინარე შეხვედრა მოგვიანებით კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ,,დღევანდელი შეხვედრა არის შეხვედრებისა და ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს აქტივობების ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს რაიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და ზოგადად სამედიცინო საზოგადოებასთან დისკუსიას არსებულ პრობლემებზე და მიმდინარე რეფორმებზე. შეხვედრის ამოცანა იყო ჩემს მიერ მოხსენების გაკეთება ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე საკითხების შესახებ, მათგან პრობლემების მოსმენა, ადგილზე გაცნობა, დისკუსია და ამ პრობლემების შეძლებისდაგვარად გადაჭრა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია