დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თსუ-ს ჩინეთის ელჩი ეწვევა
ავტორი:
2013/დეკემბერი/08 19:30:02
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხვალ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუე ბინი ეწვევა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-დან აცნობეს, ჩინეთის ელჩი თსუ-ს რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის (იაპონისტიკა, სინოლოგია) სტუდენტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
იუე ბინი თსუ-ს ბიბლიოთეკას 97 დასახელების 450 წიგნს საჩუქრად გადასცემს. როგორც თსუ-ში აცხადებენ, ჩინურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული სასწავლო და მხატვრული ლიტერატურა შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის სტუდენტებს ჩინური ენისა და კულტურის შესწავლაში, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებს რეგიონის შესახებ ცოდნის არეალის გაფართოებაში დაეხმარება.
შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის (იაპონისტიკა, სინოლოგია) მიმართულება (ხელმძღვანელი პროფესორი ნანა გელაშვილი) თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი გაცვლითი პროგრამა განხორციელდა. მიმართულების სტუდენტებს ჩინეთის უნივერსიტეტებში სტაჟირების საშუალება ეძლევათ. საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კი თსუ-ში ჩინურ ენას ჩინელი მოხალისე პედაგოგი ასწავლის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია