დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უნგრეთის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ავტორი:
2013/ნოემბერი/08 19:30:02
უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი გიორგი მარგველაშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ადერის მისალოც წერილშია ნათქვამი, 27 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არის საქართველოს დემოკრატიული ფასეულობებისადმი მისწრაფების მტკიცე სურვილის კიდევ ერთი მაგალითი.
"ნება მიბოძეთ გისურვოთ ყოველივე საუკეთესო თქვენ და თქვენს ხალხს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით. დავრწმუნდი, რომ 27 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არის საქართველოს დემოკრატიული ფასეულობებისადმი მისწრაფების მტკიცე სურვილის კიდევ ერთი მაგალითი.
მინდა დაგიდასტუროთ, რომ უნგრეთი განაგრძობს თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებში. აგრეთვე გიდასტურებთ, რომ უნგრეთი ინარჩუნებს მზადყოფნას შეიტანოს წვილი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დინამიურ განვითარებაში.
მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და გისურვოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჯანმრთელობა და წარმატება თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში", - აცხადებს უნგრეთის პრეზიდენტი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1485
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია