დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნოდარ ხარშილაძე - სამართლებრივი პროცესის წარმართვა არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ქვეყანა დაზარალდეს
ავტორი:
2014/ივლისი/30 12:00:02
სამართლებრივი პროცესის წარმართვა არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ქვეყანა დაზარალდეს, რაც აშკარად მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპერტმა ნოდარ ხარშილაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ საპროტესტო ნოტები არ გამოაქვეყნოს.
"ყველა ადამიანი თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე. რა თქმა უნდა, ეს უნივერსალური პრინციპია, მაგრამ ამ პროცესის წარმართვა ბიუროკრატიისა და მთავრობის მიერ მინიმუმ საეჭვო ფორმით არ უნდა ხდებოდეს და მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ, განსაკუთრებით კი ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა პროტესტის ნოტები გამოაქვეყნენო. ეს არ უნდა კეთდებოდეს ისე, რომ ჩვენი ქვეყანა დაზარალდეს, რაც აშკარად მოხდა", - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
ექსპერტის აზრით, აღნიშნულის გაკეთება ნატო-ს სამიტამდე ორი თვით ადრე საჭირო არ იყო.
"მე მაინტერესებს, რა საჭირო იყო სამიტამდე ორი თვით ადრე ამის გაკეთება. აბსოლუტურად გასაგებია სამართლიანობის პრინციპი, მაგრამ გაუგებარია მისი განხორციელების უნიჭო და არაპროფესიონალური გზები", - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ოფიციალურ პირებს კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპებს შეახსენებს.
"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით. კანონის უზენაესობის დაცვა ნიშნავს ორივეს: დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და სამართლებრივი სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენ ვაკვირდებით ამას და სხვა მსგავს საქმეებს და განვაგრძობთ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის კანონის უზენაესობის მკაცრად დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია