დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია მეფარიშვილი სპეციალიზებული პროკურატურის შექმნის ინიციატივით გამოდის
ავტორი:
2013/დეკემბერი/07 15:00:02
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი სპეციალიზებული პროკურატურის შექმნის ინიციატივით გამოდის.
როგორც გია მეფარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გასული წლის ოქტომბრის თვიდან დღემდე პროკურატურაში, ფინანსთა და შს სამინისტროებში შესულია 15 000-ზე მეტი საჩივარი. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საჩივრების მოზღვავებული რაოდენობა გამოიყოს ცალკე, რათა "არ დაიხრჩოს პროკურატურისა და სასამართლოს სისტემა".
ყოფილი გენერალური პროკურორი სპეციალიზებული პროკურატურის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც მხოლოდ რეაბილიტაციის საქმეებით იქნება დაკავებული. აღნიშნულმა უწყებამ უნდა გამოიძიოს და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეებს.
როგორც გია მეფარიშვილმა აღნიშნა, ამ ინიციატივის შესახებ ხელისუფლება ინფორმირებულია, თუმცა იდეა მხარდაჭერილი არ არის და ხელისუფლებამ არჩევანი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის საკითხეზე გააკეთა. გია მეფარიშვილი აღნიშნული კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
მისი თქმით, თავიდანვე კომისიის შექმნის მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო, თუმცა მხარს უჭერს იდეას, რომ 2004-2011 წლებში გამოტანილი უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენები კიდევ ერთხელ გადაიხედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამასთან, ყოფილი გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ერთი წელია, რაც საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ახალ წლამდე გახმაურებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არის მოსალოდნელი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია