დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის აღდგენის პარალელურად, რუსეთმა გააქტიურა უკანონო ქმედებები
ავტორი:
2013/დეკემბერი/06 15:30:03
ახლა, როდესაც მე გესაუბრებით, მოსკოვი ავლებს მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ კიევში მიმდინარე ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის აღდგენის პარალელურად, რუსეთმა გააქტიურა უკანონო ქმედებები.
"ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედია, რომელიც განსაზღვრულია ქართველი ხალხის არჩევანით და ამავდროულად გამყარებული ჩვენს იდენტობაში.
ვრჩებით რა ერთგული ევროპული არჩევანის მიმართ, საქართველოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. სამწუხაროდ, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის აღდგენის პარალელურად, რუსეთმა გააქტიურა უკანონო ქმედებები.
ახლა, როდესაც მე გესაუბრებით, მოსკოვი ავლებს მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში. ამით ერთმანეთისგან აშორებს ხალხს, ოჯახებს და სოფლებს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
აღნიშნული ფორუმიდან საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დაკისრებული ვალდებულებები.
მაია ფანჯიკიძის გამოსვლის თარგმანი "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი არ ესწრებოდა. მან კიევი გუშინ დატოვა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია