დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვოლსკი - ივანიშვილს თავისი ყოფილი გუნდის წევრებთან ნებისმიერ საკითხზე დალაპარაკების უფლება აქვს
ავტორი:
2014/მარტი/19 12:30:02
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს თავისი ყოფილი გუნდის წევრებთან ნებისმიერ საკითხზე დალაპარაკების და განცხადების გაკეთების უფლება აქვს.
ამის შესახებ ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსს" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
"ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს და მისი მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. სწორედ საზოგადოების საყურადღებოდ გააკეთა მან განცხადებები და გაანდო თავისი შეხედულებები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის მთავრობის და პრეზიდენტის საქმიანობის შესახებ. რაც შეეხება საერთოდ ჩვენი – პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობის და პრეზიდენტის ურთიერთობას, ვფიქრობ, ამ საკითხზე ყველაზე მისაღები არის ის ფორმულირება, რაც თუნდაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი ინტერვიუს ბოლოში გააკეთა, რომ ვითარების დრამატიზება საჭირო არ არის", - განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ინსტიტუტთან კონსტიტუციის ნორმების დაცვით ურთიერთობს.
კითხვაზე - ივანიშვილის განცხადება, რომ ის პირადად შეეცადა მარგველაშვილი დაერწმუნებინა, მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადების კანონპროექტისთვის ვეტო არ დაედო, ნიშნავს თუ არა, რომ ექს-პრემიერი ახლა უკვე სამოქალაქო სექტორიდან ერევა ხელისუფლების გადაწყვეტილებებში, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ივანიშვილი ამ გავლენას არც მალავს და ხელისუფლების საქმიანობაში ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია ერევა.
"იმ პიროვნული ურთიერთობის გათვალისწინებით, რაც ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებობდა, ასევე ყოფილი პრემიერის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მე ექსტრაორიდინალურს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ამ თემაზე საუბარი ჰქონოდათ. გავიხსენოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ აქტიურად არათუ ერევიან, არამედ მოთხოვნებს აყენებენ ამა თუ იმ ინიციატივებთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეუტანიათ სარჩელი. ფორმა ურთიერთობისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პირადად მარგველაშვილთან გააჩნია, გააჩნდა, ყოველ შემთხვევაში, პიროვნული ურთიერთობის ფორმაშიც გადადის, თორემ საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი და ისეთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს, გარდა იმისა, რაც უკვე შეასრულა ქვეყნის განვითარების საქმეში, ნორმალურია, რომ დალაპარაკებოდა გინდ პრეზიდენტს და გინდ სხვა პირს, რომელიც გუშინ მის პოლიტიკურ გუნდში იყო", - განაცხადა ვოლსკიმ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია