დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ახვლედიანი - ხელისუფლებიდან უმრავლესობას კოდექსში არ ჩაუხედავს და მხოლოდ ნარმანიასა და მელაშვილის ტვინის ნაჟურს ენდობა
ავტორი:
2013/დეკემბერი/05 13:30:02
ხელისუფლების წარმომადგენლების უმრავლესობას არც კი ჩაუხედავს თვითმმართველობის კოდექსში და ენდობა მხოლოდ დავით ნარმანიასა და ირაკლი მელაშვილის ტვინის ნაჟურს, - ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახვლედიანი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადებას დროულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ არსებული სახით კოდექსის მიღება ქვეყნის დაშლას და სეპარატიზმის საფრთხეებს გამოიწვევს.
"არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები ორი თვეა ვსაუბრობთ იმაზე, რომ სერიოზული საფრთხეების მატარებელია ის თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც შემოგვთავაზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბატონი ნარმანიას ხელმძღვანელობით. კოდექსში პრაქტიკულად საუბარია იმაზე, რომ შეიქმნას ერთგვარი პარლამენტები სამხარეო დონეზე, რომელიც იქნება მუნიციპალიტეტების გაერთიანება და რეგიონული საბჭოები, რომელიც თავისთავად არის ქვეყნის ფედერალიზმისაკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს ქვეყანას დააყენებს დაშლის და ძალიან მწვავე სეპარატიზმის წინაშე, იმ კონტექსტის გათვალისწინებით თუ როგორი საფრთხეები მოდის ჩრდილოეთიდან. პატრიარქმა პირდაპირ დაარქვა მოვლენებს თავისი სახელი. აქამდე არავინ არ თვლიდა საჭიროდ ჩაეხედა კოდექსში და ენახა თუ რა საფრთხეებზეა საუბარი, მაგრამ როდესაც პატრიარქმა ეს განაცხადა, გაუჩნდათ სურვილი უმრავლესობის დეპუტატებს რომ კოდექსში ჩაიხედონ. ეს განცხადება არის თვალების ამხელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომელთა უმრავლესობას არც კი ჩაუხედავს თვითმმართველობის კოდექსში", -განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მისივე თქმით, აუცილებელია ინტერპარტიული ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც თვითმმართველობის კოდექსის განხილვაში აქტიურად ჩაერთვება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია