დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან დავითაშვილი თინა ბოკუჩავას - დღევანდელ ფორმატს იყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ
ავტორი:
2018/ივნისი/19 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/davitashvili_ef617.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499237-levan-davithashvili-thina-bokuchavas-dghevandel-formats-iyenebth-imisthvis-rom-mosakhleoba-shecdomashi-sheiyvanoth.html", "headline": "ლევან დავითაშვილი თინა ბოკუჩავას - დღევანდელ ფორმატს იყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყ...", "datePublished": "2018-06-19 08:03:22", "dateModified": "2018-06-19 08:03:22", "description": "დღევანდელ ფორმატს იყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ, - ამ სიტყვებით მიმართა გარემ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/davitashvili_ef617.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღევანდელ ფორმატს იყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ, - ამ სიტყვებით მიმართა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

თინა ბოკუჩავა კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის საკითხით დაინტერესდა და განაცხადა, რომ ექსპერტების მოსაზრებით, ხეების გადატანისას რეკულტივაციის გეგმები არ სრულდება. ამასთან, დეპუტატმა ლევან დავითაშვილისგან მოითხოვა პირადი მოსაზრების დაფიქსირება „ეკოლოგიურ კატასტროფასთან დაკავშირებით, რაც ხეების გადატანას უკავშირდება, გზების და სხვა მრავალი დაზიანებებით“.

ლევან დავითაშვილის განცხადებებით, ის ე.წ. ეკოლოგიური კატასტროფები, რაზეც ბოკუჩავა საუბრობდა, სიმართლეს არ შეესაბამება და „ეს ყველაფერი ასე არ არის“.

“ქვეყანაში ნებისმიერ სუბიექტს აქვს უფლება, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთან, ან შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეათანხმოს გადატანის, ან რეკულტივაციის გეგმები. ნებართვების გაცემის გეგმებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. კანონმდებლობის აღსრულებაზე მონიტორინგს კი ახორციელებს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და ეს ხდება ნებისმიერ კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაშიც საუბარია კერძო კომერციულ კომპანიებზე, რომლებიც ატარებენ გადატანის სამუშაოებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძებები, მათ შორის ზიანის თანხის დაანგარიშება მოხდება. თუმცა ეს გეგმები არსებობს და კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რეკულტივაციის გეგმები შეასრულონ. რაც შეეხება ხეებს და ეკოლოგიურ კატასტროფას, ეს თქვენც იცით და ამაზე არაერთი ცრუ ინფორმაცია იყო გასული თქვენს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიით, რომ ხდებოდა ვითომდა საჯარო სივრცეში ხეების მოჭრა და განადგურება. ხშირ შემთხვევაში ნაჩვენები იყო მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, სადაც მოსახლეობა თავისი გადაწყვეტილებით იყო მომხრე, რომ ხეები გაესხვისებინა. ეს იყო წარმოჩენილი სხვანაირად. დღევანდელი ფორმატის გამოყენებასაც თქვენ ახდენთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ, ვინც ამასთან კავშირში არ არის. დენდროლოგიური პარკი იქნება ქვეყანაში და ეს კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა მოხდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

თემა: სამთავრობო ცვლილებები დავით ზალკალიანის განცხადებით, მიხეილ ჯანელიძე მინისტრის თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილებით წავიდა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია