დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვაშაძე - საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობაა"
ავტორი:
2013/ოქტომბერი/27 21:00:03
საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა", - ასე ეხმაურება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე ეგზიტპოლების შედეგებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა, როცა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს, მათი წარმომადგენლები უბნებზე თითოეულ ხმას დაიცავენ.
ვაშაძეს ეგზიტპოლის შედეგები იმის თქმის საფუძველსაც აძლევს, რომ პარტიის რეიტინგი მზარდია. "სულ რამდენიმე თვის წინ გაცილებით დაბალი რეიტინგი გვქონდა. ეს შედეგები ადასტურებს, რომ პარტიის რეიტინგი მაღლა და მაღლა მიდის. მომავალ წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება - ჩვენ ამ არჩევნებზე გაცილებით უფრო სერიოზულ შედეგს ვაჩვენებთ", – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია