დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/24 18:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერმა ილკა კანერვა და ჟოაო სუარესი ბიზნესცენტრში მიიღო.
მხარეებმა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საპრეზიდენტო არჩევნებს და მისი მიზანია გამჭვირვალე, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.
საუბარი შეეხო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების როლს სადამკვირვებლო მისიის შესრულებაში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 27 ოქტომბრის არჩევნები დღემდე ჩატარებულ არჩევნებს შორის საუკეთესო იქნება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია