დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, თუ ქვეყნის დეოკუპაცია მოხდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/04 22:00:03
საქართველოსთვისაც ძალიან სასურველია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რადგანაც ეს ითვალისწინებს ორ რამეს, პირველი - ქვეყნის დეოკუპაციას და მეორე - აღიარების უკან წაღებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც ფანჯიკიძემ განმარტა, თუ ეს პირობები იქნება შესრულებული, ქართული მხარე ძალიან დიდი სიამოვნებით აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას.
"ხოლო რაც შეეხება იმას, რისი წინააღმდეგი და რისი მომხრეა რუსეთის ფედერაცია, ამაზე პასუხი ძალიან მარტივად არის გაცემული ნატო-ს მხრიდან, ასევე საქართველოსა და სხვა იმ ქვეყნების მხრიდან, რომელთაც უნდათ ნატო-ს წევრობა. მხოლოდ ნატოს და მისი პარტნიორების გადასაწყვეტია, როგორი იქნება მათი ურთიერთობა და მესამე მხარეს ამ ურთიერთობაზე და ამ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ასე რომ, ეს არის ძალიან მარტივი პასუხი რუსეთის პოზიციისთვის", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია