დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - საქართველო მზად არის 2014 წლის შემდეგაც გააგრძელოს მონაწილეობა ავღანეთის ნატო-ს ახალ საწვრთნელ მისიაში
ავტორი:
2013/დეკემბერი/04 20:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და IშAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მაია ფანჯიკიძემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას IშAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა.
"მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მზაობას, წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების საქმეში და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის 2014 წლის შემდეგაც გააგრძელოს მონაწილეობა ავღანეთში ნატო-ს ახალ საწვრთნელ მისიაში და მიავლინოს ქართველი სამხედრო ინსტრუქტორები და სამედიცინო პერსონალი", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისა და IშAF-ის ოპერაციაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სწორედ 2014 წლის შემდგომი პერიოდი და ავღანეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები იყო.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1242
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია