დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკონომიკის სამინისტრო სატელევიზიო ანძის განათების გათიშვასთან დაკავშირებით თბილისის მერიის ბოლო განცხადებას ეხმაურება
ავტორი:
2014/იანვარი/21 20:30:02
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სატელევიზიო ანძის განათების გათიშვასთან დაკავშირებით თბილისის მერიის ბოლო განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მერია სამინისტროს პოზიციას "უპასუხისმგებლო უვიცობას" უწოდებს. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"თუ რომელი განცხადება და გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. "უპასუხისმგებლო უვიცობად" – ქალაქ თბილისის მერიის თუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი, აღნიშნულს საზოგადოება თავად შეაფასებს ქვემოთ მოცემული ინფორმაციის საფუძველზე:
საქართველო 1993 წელს მიუერთდა ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციას, რომლის საფუძველზე ქვეყანამ იკისრა ვალდებულება საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფაზე და დაცვაზე. კერძოდ, ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის პირველი ტომის ("აეროდრომები") მე-6 თავის მოთხოვნების შესაბამისად:
• აეროდრომის ტერიტორიიდან 4000 მეტრის რადიუსში ნებისმიერი ობიექტი, რომლის სიმაღლე აღემატება 45 მეტრს, საჭიროებს დღისა და ღამის მონიშვნებს უმაღლეს წერტილზე, მათ შორის შუქმონიშვნას.
• ნებისმიერი ობიექტი, მიუხედავად იმისა, თუ რა რადიუსში მდებარეობს აეროდრომის ტერიტორიიდან და რომლის სიმაღლეც აღემატება 150 მეტრს, საჭიროებს შუქმონიშვნას უმაღლეს წერტილზე.
• ასევე, თუ ობიექტი სრულად არის განათებული, შესაძლებელია ობიექტის უმაღლესი წერტილის მაღალი ინტენსივობის შუქმონიშვნა შეიცვალოს დაბალი ინტენსივობის ნათების ნათურებით.
2007 წელს თბილისის მერიისა და მაშინდელი მთავრობის პასუხისმგებელი პირების ერთობლივი გადაწყვეტილებით (მათი მართვის სტილიდან გამომდინარე - მხოლოდ სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე) მოხდა სატელევიზიო ანძის სანავიგაციო შუქმონიშვნის გათიშვა. მართალია, ეს არ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ უსაფრთხოების ნორმებს, თუმცა, ხაზგასასმელია, რომ სატელევიზიო ანძის დეკორატიული განათების ცალმხრივად გათიშვის შემთხვევაში მერია ვალდებული იყო სცოდნოდა ზემოაღნიშნული უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები და წინასწარ გაეფრთხილებინა შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრის" ხელმძღვანელობა ანძის გარე განათების გათიშვის თაობაზე.
ჩვენი შეშფოთება გამოიწვია სწორედ იმ ფაქტმა, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ მიღებულ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას და თვითნებურ ქმედებას შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა თბილისის საჰაერო სივრცეში მოძრავი საჰაერო ხომალდებისთვის",-ნათქვამია განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია