დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანანა კობახიძე - დავინტერესდები, გავიგო სიღრმეებში, რა საფრთხეებს ხედავს საპატრიარქო თვითმმართველობის კანონში
ავტორი:
2013/დეკემბერი/04 16:00:02
დავინტერესდები, გავიგო სიღრმეებში, რა საფრთხეებს ხედავს საპატრიარქო თვითმმართველობის კანონში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე , მანანა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამით პარლამენტის ვიცე სპიკერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით "თუ თვითმმართველობის კანონი განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლას გამოიწვევს".
მანანა კობახიძის განცხადებით, პატრიარქს ხელისუფლება ყურს უგდებს და საპატრიარქოს პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანია.
"ეს კანონპროექტი განხილვის საგანია. მისთვის პარლამენტს ჯერ კენჭი არ უყრია. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. ამ პროცესში ყველას პოზიცია, მათ შორის ოპონენტების, მოწინააღმდეგეების, მომხრეების, უნდა იყოს გათვალისწუნებული. მხოლოდ ამ ფართო კონსესუსის და მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ვფიქრობ, პატრიარქს ალბათ თავისი მოსაზრებები აქვს, რასთან დაკავშირებით ამბობს ამ ყველაფერს",-განაცხადა მანანა კობახიძემ.
თვითმმართველობის კანონი თუ განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე.
"ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში", - აღნიშნა უწმინდესმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია