დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომიისის შექმნის საკითხი პარლამენტმა დღევანდელ სესიაზე განიხილოს
ავტორი:
2018/მაისი/31 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/xoshtaria_f112f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496136-evropuli-saqarthvelo-moithkhovs-khoravas-quchis-saqmeze-sagamodziebo-komiisis-sheqmnis-sakithkhi-parlamentma-dghevandel-sesiaze-ganikhilos.html", "headline": "„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომიისის შექმნის საკითხი პარლამენტ...", "datePublished": "2018-05-31 09:13:52", "dateModified": "2018-05-31 09:13:52", "description": "„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომიისის შექმნის საკითხი პარლამენტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/xoshtaria_f112f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ევროპული საქართველო“ მოითხოვს, ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომიისის შექმნის საკითხი პარლამენტმა დღევანდელ სესიაზე განიხილოს. შესაბამისი საკითხი ამ წუთებში მიმდინარე ბიუროს სხდომაზე პარტიის წევრმა ელენე ხოშტარიამ დააყენა.

მისი თქმით, ეს ის მომენტია, როდესაც პარლამენტი გადამწყვეტად უნდა ჩაერიოს ამ საქმეში.

„ეს ის მომენტია, როდესაც პარლამენტი გადამწყვეტად უნდა ჩაერიოს ამ საქმეში.მთელი ამ პრიოდის განმავლობაში ადამიანი საუბრობდა პროკურატურის მხრიდან სერიოზულ ხარვეზებზე რომ აქვს ეჭვი, ვიღაცას აფარებენ ხელს. შედეგად, ჩვენ მივიღეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ ადამიანს, ისედაც დაჩაგრულს სახელმწიფოს მხრიდან, ეუბნებიან, რომ შენი შვილის მკვლელი არ არსებობს. შევხედოთ ამ ადამიანის და ზოგადად მოქალაქის თვალით, როგორ გრძნობს ის დღეს სახელმწიფოს წინაშე თავს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტის წევრის თქმით, პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას სილა გააწნა. ხოშტარია საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

„პირდაპირ სილა გააწნა დღეს პირველ რიგში პროკურატურამ, რომელიც ეუბნება, რომ ამდენი თვის განმავლობაში შენი შვილის მკვლელი ბუნებაში არ არსებობს. ამ ვითარებაში, სწორედაც ადამიანური თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ინსტიტუტების თვალსაზრისით პასუხისმგებლობის აღების თვალსაზრისით, იმისათვის, რომ ეს ყველაფერი, რაღაც უმართავ პროცესში არ გადაიზარდოს, სასწრაფოდ შევქმნათ საპარლამენტო კომისია. მივცეთ ამას ის სახე, რაც უნდა მიეცეს ნორმალურ ქვეყანაში. დავიბაროთ სასწრაფოდ პროკურორი, დავუსვათ კითხვები. არავის მივცეთ არც სპეკულაციის არც ქულების დაწერის საშუალება. ვიყოთ ამჯერად, ამ საკითხზე ერთიანი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა ირაკლი კობახიძე - პროკურატურა გეგმავს განაჩენის სააპელაციო დონეზე გასაჩივრებას, იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია