დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება
ავტორი:
2013/დეკემბერი/02 10:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა სააგენტო "როიტერთან" ისაუბრა.
"საქართველო მიესალმება ჟენევაში P5+1 ქვეყნებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის მიღწეულ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მივესალმებით მსგავსი მწვავე საკითხის დიალოგის გზით დარეგულირების პერსპექტივას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული მხარეებისათვის, არამედ ზოგადად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებით გააგრძელებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას არსებული პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად," - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
"როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების ქართულ თარგმანს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1248
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია