დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანიას მოადგილეებად გიორგი ამაშუკელი და გიორგი სოლომონია დაინიშნენ
ავტორი:
2013/ნოემბერი/30 16:30:03
დავით ნარმანიას მოადგილეები გიორგი ამაშუკელი და გიორგი სოლომონია გახდნენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით , გიორგი ამაშუკელი ამ თანამდებობამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ამაშუკელი დაიბადა 1982 წლის 17 ნოემბერს. 2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2008-2010 წლებში სწავლობდა ლივერპულის ჯონ მურსის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესსა და კომერციულ სამართალში. გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები. არის არაერთი პროფესიული ტრენინგის მონაწილე. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ამაშუკელი 2001-2002 წლებში სტაჟირებას გადიოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 2004-2005 წლებში მუშობდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის სოციოლოგიურ კვლევათა დეპარტამენტში; 2004-2007 წლებში იყო საადვოკატო ბიურო "სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი; 2006-2007 წლებში - საადვოკატო ბიუროს - "დიდუბის ადვოკატთა კავშირის" ადვოკატი; 2010-2012 წლებში მუშაობდა იურისტად ამერიკის იურისტთა ასოციაციის საქართველოს ოფისში; 2012-2013 წლებში იყო შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2013 წლის იანვარ-მაისში - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე; 2013 წლის აგვისტოდან იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ.
რაც შეეხება გიორგი სოლომონიას, ის დაიბადა 1972 წლის 13 ნოემბერს. 1990-1997 წლებში სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. 1998 წელს დაამთავრა სოხუმის ცოტნე დადიანის სახელობის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი; 2003 წელს - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. არის 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში გამართული ბრძოლების მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, სახელმწიფო სპეციალური წოდებით - ვიცე-პოლკოვნიკი.
სოლომონია 1995-1997 წლებში იყო საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ფოთის რეგიონული საბაჟოს უფროსი ინსპექტორი; 1997-1998 წლებში - შპს ავიაკომპანია "ვესტ-ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1998-2000 წლებში - საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო "ფოთის" უფროსი ინსპექტორი; 2000-2003 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; 2003-2004 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; 2004-2005 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; 2005-2007 წლებში - საქართველოს ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსი; 2007-2008 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განყოფილების უფროსი; 2008-2009 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2009 წელს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2009-2012 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მთავარი ინსპექტორი; 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
გარდა ორი მოადგილისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ გასულ კვირას კვლავ თენგიზ შერგელაშვილი დაინიშნა.
მინისტრის ახალი მოადგილეები მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეიდან შეუდგნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია