დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტმა ძებნაში მყოფი პირებიც შეიწყალა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/30 14:30:03
პრეზიდენტმა სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, თინა ბურჯალიანის მეუღლე შეიწყალა. ნიკოლოზ ძიმცეიშვილის შეწყალების შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტროში დაუდასტურეს.
ძიმცეიშვილი როგორც ცნობილია ძებნაშია. იგი ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს, მის მოადგილედ მუშაობდა.
ძიმცეიშვილს ბრალი დაუსწრებლად დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა.
სააკაშვილმა შეწყალების აქტს ხელი გუშინ მოაწერა. ჯამში პრეზიდენტის შეწყალება 250-მდე პირს შეეხო.
არსებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი, რომელიც ძიმცეიშვილის მსგავსად ძებნაში იმყოფება და აგრეთვე ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიანი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია