დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვილნიუსის სამიტზე დეკლარაცია - "აღმოსავლეთ პარტნიორობა: გზა წინსვლისკენ" მიიღეს
ავტორი:
2013/ნოემბერი/29 17:00:03
ვილნიუსის სამიტის დეკლარაცია, სახელწოდებით "აღმოსავლეთ პარტნიორობა: გზა წინსვლისკენ", აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს და სამომავლო გეგმებს მოიცავს. შემაჯამებელი დოკუმენტი 14-გვერდიანია და 58 პუნქტს აერთიანებს.
დეკლარაციის თანახმად, სამიტის მონაწილეები გულთბილად მიესალმებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე ქვეყნის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებს.
სამიტის ფინალურ დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეული "ძალიან კარგი" პროგრესი.
სამიტის მონაწილეები, საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების დღის წესრიგის დასკვნით ეტაპზე გადასვლას რაც შეიძლება მოკლე დროში, 2014 წელს მოელიან.
დოკუმენტის 28-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ სამიტის მონაწილეები მხარს უჭერენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობას სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისში.
"სამიტის მონაწილეები ხაზს უსვამენ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას და საქართველოშ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობის მნიშვნელობას. მონაწილეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სრულად განხორციელებას და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას ჟენევის დისკუსიებისადმი", - აღნიშნულია დეკლარაციაში.
სამიტის მონაწილეები ფინალურ დოკუმენტში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზეც საუბრობენ.
სამიტის მონაწილეებმა 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაც დაამტკიცეს.
დეკლარაციით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესრულება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტზე შეფასდება, რომელიც რიგაში 2015 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია