დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტში ვილნიუსის სამიტის ტრანსლიაციას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლებმა უყურეს
ავტორი:
2013/ნოემბერი/29 12:30:03
პარლამენტში ვილნიუსის სამიტის პირდაპირ ტრანსლიაციას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლებმა უყურეს. სხდომათა დარბაზში დღეს თავიდანვე მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, თუმცა ცარიელი იყო უმცირესობისთვის სასესიო დარბაზში განკუთვნილი ადგილი.
როგორც პირდაპირი ტრანსლიაციის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ტარიელ ლონდარიძემ განაცხადა, მათ არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ პარლამენტში უნდა მომხდარიყო სამიტის პირდაპირი ტრანსლიაცია და მხოლოდ ამის გამო არ იმყოფებოდნენ ისინი სასესიო დარბაზში, თუმცა ამის საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა დეპუტატი ინფორმირებული იყო, რომ იქნებოდა პირდაპირი ტრანსლიაცია ვილნიუსის სამიტიდან.
პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა შეაფასეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარაფირებაზე ხელმოწერა. მათ დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1383
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია