დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს მოქალაქეებს დონეცკში, საკონსულოსთვის დახმარებისთვის არ მიუმართავთ
ავტორი:
2014/მაისი/03 12:30:02
საქართველოს მოქალაქეებს დონეცკში, საქართველოს საკონსულოსთვის დახმარებისთვის არ მიუმართავთ. ამის შესახებ საქართველოს კონსულმა დონეცკში , ირაკლი ადვაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.
"არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რაიმე სახის დახმარებისთვის ან მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოსთვის არ მოუმართავთ", - განაცხადა კონსულმა.
რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, დონეცკიდან საქართველოს მოქალაქის, ვასილი ბუდიკის გატაცების შესახებ, როგორც ირაკლი ადვაძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, დაახლოებით საღამოს რვა საათზე, კონსული აღნიშნულ პირს პირადად ესაუბრა.
"ინფორმაციის გავრცელებიდან დაახლოებით ნახევარ საათში დავუკავშირდი მას. ვასილ ბუდიკმა გატაცების შესახებ ინფორმაცია უარყო. ორჯერ ჩავეკითხე, შეესაბამებოდა თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, მაგრამ უარყო. თუმცა, მოგვიანებით საუბარი მქონდა მის მეუღლესთან, რომელიც იმ მომენტისთვის ქალაქ გორლოვკაში იმყოფებოდა. მან მითხრა, რომ ვასილ ბუდიკი არ დაბრუნებულა ოჯახში და საფუძვლიანი ეჭვი გააჩნია, რომ ის გატაცებულია. თუმცა, ბოლო კავშირი მასთან ახლობლებს ღამის 12 საათისთვის ჰქონდათ და მან მაშინაც უარყო გატაცების შესახებ ინფორმაცია", - განაცხადა ირაკლი ადვაძემ.
კონსულის ინფორმაციით, მან დღეს დილითაც სცადა დაკავშირებოდა ვასილი ბუდიკს, თუმცა დღეს მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
"ამ ეტაპზე ვარკვევთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან, ბევრი კითხვები არსებობს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა კონსულმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია