დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯს უწოდებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/28 19:00:02
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯს უწოდებს.
როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ვილნიუსში განუცხადა, ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ძალიან დიდი პოლიტიკური, დიპლომატიური და ტექნიკური შრომა.
"კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა და შემდეგი უახლოესი ამოცანა არის, ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ხოლო შემდეგ გაგრძელდეს ის გეზი, რასაც შეეწირა მრავალი თაობის ბრძოლა. ეს არის გეზი ევროკავშირის, ნატოს წევრობისკენ, სვლა თავისუფალი ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, სადაც არის ჩვენი ადგილი. ამისთვის საჭიროა, არ მოვხვდეთ იმ მახეში, რაც არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ ყველა მეთოდის გამოყენება და ჩვენი შიდა დემოკრატიული პრობლემები. ორივე მაგალითი ნათელია და იმედი მაქვს, ახალი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის ცუდი გამოცდილების მიუხედავად მომავალ წელს ეს კურსი შეიცვლება და შეცდომები გამეორებული არ იქნება", - აღნიშნა ბოკერიამ.
ბოკერია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინას ევროპული გზიდან ვერავინ გადაახვევინებს. "ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის გეოპოლიტიკურად, რადგან მთელი სივრცე უნდა წავიდეს თავისუფალი სამყაროსკენ და უკრაინის გამოთიშვა ამ პროცესიდან რა თქმა უნდა აზარალებს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრი ცდება, როდესაც ამბობს, რომ ეს შეიძლება ჩვენთვის კარგიც იყოს. ამავე დროს, ბატონი ღარიბაშვილი მართალია, როდესაც ამბობს, რომ საქართველო უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთზე, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ეს არის ის მემკვიდრეობა, რასაც ხშირად აკრიტიკებენ მისი გუნდის წევრები. საქართველომ ეს ბრძოლები გადაიტანა. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ იმ შეცდომების გამეორება, რაც ხელახლა დამოკიდებულს გაგხვდის ეკონომიკურად ან პოლიტიკურად რუსეთზე", - განაცხადა ბოკერიამ.
მისი განმარტებით, რუსეთს დღეს ზეწოლის გაცილებით ნაკლები ინსტრუმენტები გააჩნია, ვიდრე 10 წლის წინ. ბოკერია მიიჩნევს, რომ საქართველომ ეს მდგომარეობა უნდა შეინარჩუნოს და გააგრძელოს სწრაფვა სივრცისკენ, სადაც მისი მომავალი უფრო დაცული იქნება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია