დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერია ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მარინა ყარმაზანაშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/27 20:00:02
თბილისის მერია ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოქალაქე მარინა ყარმაზანაშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქე მარინა ყარმაზანაშვილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეალურად 2013 წლის მაისში დაფიქსირდა, ანუ მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის ზედამხედველობისა და იურიდიულ საქალაქო სამსახურებში დასრულდა საქმის განხილვა ალექსეევკის დასახლებაში, უკანონოდ აგებული საცხოვრებლის კანონიერებასთან დაკავშირებით.
"აღსანიშნავია, რომ ყარმაზანაშვილები უსახლკაროდ დარჩნენ 2012 წლის 30 ნოემბრს, მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ ოჯახი იძულებით გამოასახლა ალექსეევკის ქ. #4–ში დაქირავებული ბინიდან.
ქალბატონმა მარინა ყარმაზანაშვილმა ალექსევკის დასახლებაში, ი. ხვედელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტეინერებისა და სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე უნებართვოდ ააშენა შენობა–ნაგებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე შემოწმებისას მიეცა გაფრთხილება და განესაზღვრა ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. თუმცა გამოსწორების ნაცვლად, მოქალაქე ყარმაზანაშვილმა იმავე პერიოდში იგივე ტერიტორიაზე განახორციელა ფიცრულის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრა ღობით. ვინაიდან, არ იქნა აღმოფხვრილი სამართალდარღვევის ფაქტი, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გაატარა კანონით დადგენილი ზომები.
მარინა ყარმაზანაშვილმა ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამჟამად საქმეს იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო და უახლოეს მომავალში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას",-ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ, გუშინ გავრცელებული ფოტო არ ასახავს რეალობას. მერია ავრცელებს იმ ფოტოს, რომელიც მათი თქმით, ადგილზე იქნა გადაღებული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია