დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობოებმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს
ავტორი:
2018/აპრილი/25 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/opozicia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489862-opoziciis-tsarmomadgenlebma-da-arasamthavroboebma-okupirebuli-teritoriebis-shesakheb-kanonshi-cvlilebebze-imsjeles.html", "headline": "ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობოებმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებებ...", "datePublished": "2018-04-25 13:05:22", "dateModified": "2018-04-25 13:05:22", "description": "„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/opozicia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის ოფისში არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეხვედრა გამართეს და პოზიციები კიდევ ერთხელ შეაჯერეს.

შესატანი ცვლილებები გულისხმობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების განსაზღვრას, რომლებსაც უფლება ექნებათ მოლაპარაკებები აწარმოონ რუსეთის ხელისუფლებასთან, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმებთან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტრატეგიულ საკითხებზე.

ამასთან, კანონპროექტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში წარდგება, აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ წარმოადგენს უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ოკუპანტი სახელმწიფოს ხელისუფლებასთან და საოკუპაციო რეჟიმებთან კომუნიკაცია შეეძლებათ მხოლოდ სახალხო პოლიტიკის სფეროში შემავალ საკითხებზე, მაგალითად, როგორიც არის: სამეწარმეო, მეცნიერების, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის სფეროში, ასევე ჰუმანიტარული და პირადი სფეროს საკითხები.

პროექტის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ოკუპანტი სახელმწიფოს ხელისუფლებასთან, ასევე საოკუპაციო რეჟიმებთან კომუნიკაციის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით დადგენილი წესის დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე თვეზე მეტია რაც მუშაოებას ახორციელებენ. კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატივით თავდაპირველად „თავისუფალი დემოკრატები“ გამოვიდნენ, რომელსაც საპარლამენტო და რიგი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები შეურთდნენ.

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ხელისუფლება უკვე საბოლოო სახით წარდგენილ ინიციატივას მხარს დაუჭერს და კანონში შესაბამისი ცვლილებები გატარდება, რაც მათი განცხადებით, ხელს შეუშლის ქვეყანაში პრორუსული ძალების გაძლიერებას და საზოგადოებაში პრორუსული პროპაგანდის განვითარებას. სავარაუდოდ, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიცია მომავალ კვირას საბოლოოდ ჩამოყალიბდება და ინიციატივას უკვე პარლამენტს გადაუგზავნის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 503
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია