დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დეპუტატმა შოთა ხაბარელმა პარლამენტიდან ვახტანგ და მაია რჩეულიშვილებს მიმართა
ავტორი:
2013/ნოემბერი/27 16:00:02
კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი, შოთა ხაბარელი სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" ხელმძღვანელობას მიმართავს, დაზარალებულ ბინათმენაშენეებს აუხსნან, რა ელით მათ. ვახტანგ და მაია რჩეულიშვილებს ხაბარელმა პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, "ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულია 6200 ოჯახი, რომელთაც კომპანიის ანგარიშზე 310 მილიონი დოლარი აქვთ შეტანილი და ბინებს დღემდე ელოდებიან. მისივე თქმით, ოთხი კორპუსის აშენება დაგეგმილი იყო კრწანისის რაიონში, რომელიც მენაშენეებს 2007 წელს უნდა ჩაბარებოდა, მაგრამ აშენებული არ არის.
"ამ ადამიანებს 6 მილიონ 500 ათასი დოლარი აქვთ შეტანილი. ბევრს მთელი თანხა აქვს გადახდილი. არიან ოჯახები, რომელთაც საცხოვრებელი სახლი გაყიდეს, გადავიდნენ ქირით და ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მე საუბარი მქონდა "ცენტრ-პოინტის" ხელმძღვალობასთან. თითქოს მათ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ. ჩავერთე მერიის არქიტექტურის სამსახურში და ეს ნებართვაც მოვიპოვე. გავიდა ორი თვე არანაირი მოძრაობა არ მიმდინარეობს. ადანიანები "ცენტრ-პოინტის" ხელმძღვანელობის მხრიდან რაციონალურ გადაწყვეტილებას ელოდებიან, მაგრამ არანაირი ნაბიჯი გადადგმული არ არის. მივმართავ ვახტანგ რჩეულიშვილს, მის მეუღეს, გამოვიდნენ ხალხთან და გააკეთონ განცხადება, რას უნდა ელოდოს ეს ხალხი", - განაცხადა ხაბარელმა.
მან აღნიშნა ისიც, რომ მასთან, მაჟორიტარულ ბიუროში, "ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებული ადამიანების რიგი დგას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1193
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია