დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საკრებულოში მაკონტროლებელი მექანიზმი ამოქმედდება
ავტორი:
2014/თებერვალი/28 13:30:02
თბილისის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით, საკრებულოში მაკონტროლებელი მექანიზმი ამოქმედდება. ეს ინიციატივა დღეს საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მამუკა კაციტაძემ საკრებულოს ბიუროს წევრებს შესთავაზა.
როგორც მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, ეს არის მისი და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის კახა კუკავას ინიციატივა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის საპოვნელად.
მისი თქმით, ამ ინიციატივით საკრებულო მიმართავს საქართველოს პარლამენტს და თუ პარლამენტში პოლიტიკური ნება იქნება, ერთი კვირის განმავლობაში შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საკრებულოს ამ ინიციატივის განსახორციელებლად.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ ამ საკითხის პირველი მოსმენის განხილვის შემდეგ შესაძლებელი იქნება, დაიწყოს ბიუჯეტის პროექტის სრულყოფაზე და ამავდროულად საკრებულოს მხრიდან მერიის სტრუქტურების მაკონტროლებელი მექანიზმის შექმნაზე მუშაობა.
"ეს იქნება სამართლებრივი საფუძველი, კანონში მოხდეს შესაბამისი ცვლილებები და ოთხთვიანი პერიოდის გაძლების მთავრობა შეიქმნას", - დასძინა კაციტაძემ, რომლის განმარტებითაც, მერიის სტრუქტურების მაკონტროლებელი მექანიზმის შექმნის მიზანია, დედაქალაქი არ დარჩეს ბიუჯეტის გარეშე მიმდინარე წლის ივლისამდე.
მან აღნიშნა, რომ მერიის მიმართ უნდობლობის გამო, დღემდე არ მტკიცდება ბიუჯეტი, 11 მარტამდე კი საკრებულოს აქვს ბოლო ვადა, შემდეგ კი მექანიკურად  ამოქმედდება თვითმმართველი ორგანოს დაშლის საკითხი, შესაბამისად ადგილობრივი   თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე ბიუჯეტი ქალაქს არ ექნება.
საკრებულოს თავმჯდომარემ და ბიუროს წევრებმა ეს ინიციატივა მოიწონეს და მიიღეს გადაწყვეტილება, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მამუკა კაციტაძის ინიციატივა პირველ საკითხად გაიტანონ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია