დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ელისაშვილი - პატიმართა შეწყალების კრიტერიუმები მკაფიოდ და გასაგებად გაიწერება
ავტორი:
2013/ნოემბერი/26 14:00:03
პატიმართა შეწყალების კრიტერიუმები ძალიან მკაფიოდ და გასაგებად გაიწერება, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეწყალების კომისიაში ამ ეტაპზე შესულია 600-მდე განცხადება, საიდანაც მოქმედი კრიტერიუმების თანახმად, გადარჩეულია 150 საქმე.
"როგორც ვიცი, კიდევ 200-მდე განცხადებას საპატრიარქოდან ველოდებით. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ. ჩვენი პირველი სამუშაო შეხვედრა ამ კვირაში გაიმართება და თავს არ დავზოგავთ, რომ ახალ წლამდე პრეზიდენტს უკვე პირველი სია წარვუდგინოთ. ჩვენ ვმსჯელობთ, რომ სულ მცირე, ხუთჯერ მაინც შევიკრიბოთ წელიწადში, რათა კომისიას არ უწევდეს ერთბაშად 200 და 300 საქმის განხილვა. საუბარია ადამიანების ბედზე და არ გვინდა, რომელიმე საქმე გაგვეპაროს", - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე განმარტებით, შეწყალების კრიტერიუმები განსაზღვრულია, თუმცა არის რამდენიმე ბუნდოვანი და მიუღებელი მუხლი, რომელიც უნდა შეიცვალოს.
ალექსანდრე ელისაშვილის შეფასებით, შეწყალების წინა კომისია პოლიტიზებული იყო, სადაც "ერთი სია იგზავნებოდა, მეორე – მტკიცდებოდა".
"პრეზიდენტის მხრიდან იყო შეწყალების ოდიოზური შემთხვევებიც. თუმცა ამის მიუხედავად, მე ქალბატონ ელენე თევდორაძეს დავუკავშირდები, შევხვდები და მასთან ერთად რაღაც საკითხებს აუცილებლად გავივლი", - აღნიშნა ელისაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა დღეს წარადგინა.
კომისიას ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში შევლენ: თამარ ხიდაშელი, ლია მუხაშავრია, ბასა ჯანიკაშვილი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი თეოდორე, ეკა გიგაური, გივი შაჰნაზარი, კოტე ჯანდიერი, ზვიად ქორიძე და ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1234
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია