დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ვისაც წაუკითხავს, რას აკეთებდა ჩვენი ყველაზე დიდი მეფე, თავში აზრად არ მოუვა, აღმაშენებლის პროსპექტზე უცხოელებს დაედევნოს
ავტორი:
2018/თებერვალი/06 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/margvelashviligori_92c3c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476863-giorgi-margvelashvili-visac-tsaukithkhavs-ras-akethebda-chveni-yvelaze-didi-mefe-thavshi-azrad-ar-mouva-aghmasheneblis-prospeqtze-uckhoelebs-daedevnos.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - ვისაც წაუკითხავს, რას აკეთებდა ჩვენი ყველაზე დიდი მეფე, თავში აზრად არ მოუვა,...", "datePublished": "2018-02-06 18:35:08", "dateModified": "2018-02-06 18:35:08", "description": "ვისაც წაუკითხავს, რას აკეთებდა ჩვენი ყველაზე დიდი მეფე, თავში აზრად არ მოუვა, დავით აღმაშენებლის პრო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/margvelashviligori_92c3c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვისაც წაუკითხავს, რას აკეთებდა ჩვენი ყველაზე დიდი მეფე, თავში აზრად არ მოუვა, დავით აღმაშენებლის პროსპექტზე უცხოელებს დაედევნოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, სტრატეგიულ დისკუსიაზე "ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა" განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა განათლების როლზე ეროვნული იდენტობის პოვნაში. „მნიშვნელოვანია საკუთარი თავის ცოდნა და ეს სწორედ განათლების კერებში ხორციელდება. როდესაც მე ვამბობ, რომ ქართველობა ნიშნავს მიმღებლობას ყველა ეთნიკური ჯგუფისა, რომ ქართველები სწორედ დავით აღმაშენებლის დროს ვიყავით ძლიერები, ვინაიდან ყველა ეთნიკურ ჯგუფს ვაერთიანებდით, რომ ქართველობა სხვისი თავისუფლების პატივისცემაა - ეს სიტყვები გასაგები, მისაღები და გააზრებადი არის მარტო იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც მიიღო განათლება, თორემ ზუსტად ასე შეიძლება გამოვარდეს ვიღაც და თქვას: აბა, დალეწეთ სხვა ერის წარმომადგენლები, საქართველო ქართველებისთვის, ქალი დაჩაგრული უნდა იყოს და ა.შ. რით განსხვავდება ჩემი საუბარი იმ პოლიტიკოსის საუბრისგან, განსხვავდება მით, რომ როდესაც ამას ვამბობ, მე ვემყარები ჩემს წარსულს, ისტორიის ცოდნას. ვინმეს თუ წაუკითხავს, რას აკეთებდა ჩვენი ყველაზე დიდი მეფე, თავში აზრად აღარ მოუვა მერე, რომ დავით აღმაშენებლის პროსპექტზე უცხოელებს დაედევნოს ქვეყნიდან გასაყრელად; ვინმეს თუ წაუკითხავს თუნდაც ჩვენი ეკლესიის ისტორია, თავში არ მოუვა, ვიღაცას ჩაარტყას, იმიტომ, რომ მისი რელიგია არ მოსწონს, იმიტომ, რომ იმ ადამიანს აქვს განათლება ჩვენი წარსულის, წაუკითხავს „ვეფხისტყაოსანი“, წაუკითხავს ვაჟა-ფშაველა და იცის, რას ნიშნავს სტუმართმოყვარეობა და ტრადიციის პატივისცემა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის პატრიოტი ხდები მაშინ, როდესაც რამე გაქვს წაკითხული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ რამეზე გეტყვიან, რომ ეს არის ქართველობა.

„როდესაც არაფერი გაქვს წაკითხული, ნებისმიერ რამეს იტყვი... იტყვი, რომ ქართველობა გულისხმობს ვიღაცის დაჩაგვრას, რომ ქრისტიანობა გულისხმობს, მეორე ადამიანს თავი მოჭრა, თუ ისე არ იქცევა, როგორც შენ მოგწონს - ამას ყველაფერს იტყვი, იმიტომ, რომ გაუნათლებელი ხარ. რას ნიშნავს შენი იდენტობა და შენი წარსული, იგებ, თუ წიგნს წაიკითხავ, ისე თავში ვერავინ ჩაგიდებს და ტაბლეტს ვერ გადაგაყლაპებს, რომ გაგააზრებინოს, რა დაწერა ვაჟა-ფშაველამ, როდესაც კოსმოპოლიტიზმზე და ნაციონალიზმზე საუბრობდა, ან ქალთა უფლებებზე. ამას თუ არ ისწავლი, მაშინ ნებისმიერ აბრას წინ აგიკრავენ, გეტყვიან, რომ ეს არის ქართველი და ნახირივით გაგრეკავენ სისულელის გასაკეთებლად“, - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია