დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/24 10:30:02
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდს შეაჯამებს და პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგება.
ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევენ. ბიძინა ივანიშვილს პარტიის ლიდერის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის, ხოლო პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 21-დან 12-მდე შემცირდება.
რაც შეეხება პარტიის გენერალურ მდივანს, ამ თანამდებობაზე ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე განიხილება.
ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე უფლებამოსილების ვადა გუშინ მას შემდეგ ამოეწურა, რაც პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია