დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მომავალ კვირას ირინა იმერლიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება
ავტორი:
2013/ნოემბერი/21 13:00:02
მომავალ კვირას პარლამენტის წევრს ირინა იმერლიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. წინასწარი ინფორმაციით, იმერლიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი შემცვლელის არჩევა, პარლამენტის ერთსა და იმავე სხდომაზე მოხდება, თუმცა ეს დეტალები მომავალ კვირას ბიუროს სხდომაზე დაზუსტდება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატ ირინა იმერლიშვილს სამტრედიის მაჟორიტარი გიორგი კახიანი შეცვლის.
კახიანის მხარდაჭერაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე მიღებულია.
მას შემდეგ რაც იმერლიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება,ის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია