დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ივანე კიღურაძემ სამეცნიერო სექტორის საბიუჯეტო დაფინანსება გააპროტესტა
ავტორი:
2013/ნოემბერი/20 17:30:02
განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვანო კიღურაძემ სამეცნიერო სექტორის საბიუჯეტო დაფინანსება მომავალი პრემიერ-მინისტრის წინაშეც გააპროტესტა.
კიღურაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "მთავრობის ტყუილზე" გაამახვილა ყურადღება.
"ბატონო ირაკლი, თქვენ ახსენეთ, რომ მეცნიერების დაფინანსება გაიზრდება. ტაშიც დაგიკარით ამაზე. თქვენი გულწრფელობის მჯერა და მჯერა იმის, რომ ამას გააკეთებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საწყისი პირობები ძალიან ცუდია. არსებობს "ნაციონალური მოძრაობისგან" მიღებული მძიმე მემკვიდრეობა და პრაქტიკულად, ამ მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. ჩვენ პოლიტიკაში იმ კაცთან ერთად მოვედით, ვისთვისაც სიმართლის თქმა ძირითადი პრინციპია. უაღესად კრიტიკულ სიტუაციებშიც კი არ უკადრებია მას, ტყუილი ეთქვა. როცა ასეთი კაცის გუნდის წევრები ვართ, არ გვაქვს ტყუილის თქმის უფლება. ჩემთვის აღმაშფოთებელი და მიუღებელია, როცა მეცნიერების საბიუჯეტო დაფინანსება 2,5 მილიონით მცირდება და ამბობენ, რომ გაიზარდა 3 მილიონით. ასეთი რამ ყოვლად მიუღებელია", – განაცხადა ივანე კიღურაძემ.
სამეცნიერო სექტორში და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, კიღურაძემ აღნიშნა, რომ "საქმე იქითკენ მიდის, რომ 2014 წლიდან მეცნიერ-თანამშრომლებს მათხოვრული ხელფასი შეუწყდეთ".
კიღურაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სფეროში არსებული მდგომარეობის მოგვარებაში ირაკლი ღარიბაშვილი პირადად ჩაერევა და ვითარება გამოსწორდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია